"გარეგნობა კი არ არის მისი პრობლემა, არამედ ალქაჯობა და არაჰუმანურობაა მისი დღევანდელი პოსტი" - ნინო ნადირაძე და მაია ბუწაშვილი ერთმანეთს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ
კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია ფორმულას ოფისში გაჩენილ ხანძარს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა - "ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ".
ნადირაძის ამ პოსტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
მათ შორის, მაია ბუწაშვილმა გააზიარა ნინო ნადირაძის "ქარდი" და დაწერა: "ეჰ, რა დროს ჩაიარა ჰელოუინმა, შეგეძლოთ ამ კუდიანი ალქაჯის კოსტიუმი მოგერგოთ. წვეტიანი შავი ქუდის ჩამოცმაც კი არ დაგჭირდებოდათ".
აღნიშნულ სტატუსს ნინო ნადირაძე გამოეხმაურა: მაია ბუწაშვილს არ მოვწონვარ, მე მომწონხარ მაიკო სიხარულო, სამაგიეროდ."
აღნიშნულს ისევ მაია ბუწაშვილი გამოხმაურა სოციალურ ქსელში:
"რადგან ნინო ნადირაძეს გონია, რომ ჩემს წინა პოსტში მის გარეგნობაზე მქონდა აქცენტი, აქ ისეთ ფოტოს დავდებ, რომელშიც “ლამაზია” და ისევ გავიმეორებ, რომ გარეგნობა კი არ არის მისი პრობლემა, არამედ ალქაჯობა და არაჰუმანურობაა მისი დღევანდელი პოსტის გამო "ტვ ფორმულას" შესახებ და არა მხოლოდ ამ პოსტის გამო," - დაწერა მაია ბუწაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 4 ნოემბერს, ბიზნესცენტრ "დელისში", სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისი მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.