loader

"სახლში მოდიოდნენ, უკვე მისულები იყვნენ თითქმის - ბავშვი ადგილზე გარდაცვლილა" - რა დეტალები ხდება ცნობილი კახეთში დატრიალებული ტრაგედიაზე, რომელსაც 6 წლის ბიჭი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სახლში მოდიოდნენ, უკვე მისულები იყვნენ თითქმის - ბავშვი ადგილზე გარდაცვლილა" - რა დეტალები ხდება ცნობილი კახეთში დატრიალებული ტრაგედიაზე, რომელსაც 6 წლის ბიჭი ემსხვერპლა

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კო­ლაგ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 6 წლის ბავ­შვის, საბა მუნ­ჯიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რი­ის შე­დე­გად ასე­ვე და­შავ­დნენ ბავ­შვის მშობ­ლე­ბი და მისი 2 წლის და.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, მან­ქა­ნა მო­ცურ­და, ჯერ ბოძს შე­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ კი გზი­დან გა­და­ვარ­და.

6 წლის ბავ­შვი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ოჯა­ხის სამი წევ­რი კი გურ­ჯა­ა­ნის კლი­ნი­კა­ში, "ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში“ გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­მი­ვე და­შა­ვე­ბულს მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. 2 წლის გო­გო­ნას მენ­ჯის ძვა­ლი აქვს გა­ტე­ხი­ლი და მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ოჯა­ხი სო­ფელ კო­ლაგ­ში ცხოვ­რობს და ისი­ნი ახა­ლი გად­მო­სუ­ლე­ბი არი­ან. "ორ-სამი წელი იქ­ნე­ბა, რაც ჩვენს სო­ფელ­ში, კო­ლაგ­ში ცხოვ­რო­ბენ. სა­ჭეს­თან ბავ­შვის მამა, გი­ორ­გი მუნ­ჯიშ­ვი­ლი იჯდა. მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი - ორი შვი­ლი და მე­უღ­ლე. სამ­წუ­ხა­როდ, 6 წლის ბავ­შვი ად­გილ­ზეა გარ­დაც­ვლი­ლი.

" საბა პირ­ველკ­ლა­სე­ლია, წელს მო­ვი­და პირ­ველ კლას­ში, ექ­ვსი წლის არის... სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი, ისე გან­ვიც­დი. მშვი­დი, წყნა­რი საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი მომ­ხდარს და ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს", - ამ­ბობს იმ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, სა­დაც საბა სწავ­ლობ­და... განაგრძეთ კითხვა...