ცნობილი ხდება 6 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვის, საბა მუნჯიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდნენ ბავშვის მშობლები და მისი 2 წლის და.არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოცურდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა.
6 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ოჯახის სამი წევრი კი გურჯაანის კლინიკაში, "ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. სამივე დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება. 2 წლის გოგონას მენჯის ძვალი აქვს გატეხილი და მას ოპერაცია ჩაუტარდება.
ადგილობრივების თქმით, ოჯახი სოფელ კოლაგში ცხოვრობს და ისინი ახალი გადმოსულები არიან. "ორ-სამი წელი იქნება, რაც ჩვენს სოფელში, კოლაგში ცხოვრობენ. საჭესთან ბავშვის მამა, გიორგი მუნჯიშვილი იჯდა. მანქანაში ისხდნენ მისი ოჯახის წევრები - ორი შვილი და მეუღლე. სამწუხაროდ, 6 წლის ბავშვი ადგილზეა გარდაცვლილი.
"რა ცუდი ხარ სიკვდილო, გული მეწვის... სიტყვები უძლულია... უფალო ჩვენი საბუკი გამაგრდით ოჯახო" - წერს ოჯახის ახლობელი.