loader

საგარეჯოში იარაღით ორი ძმა მოკლეს, მესამე ძმამ კი გადარჩენა შეძლო - უმძიმესი ამბის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგარეჯოში იარაღით ორი ძმა მოკლეს, მესამე ძმამ კი გადარჩენა შეძლო - უმძიმესი ამბის დეტალები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ძმა მოკლეს, მესამე ძმამ კი გადარჩენა შეძლო.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა უთხრეს, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ძმები ქორწილში მიდიოდნენ.

ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა.

სავარაუდო თავდამსხმელი ოთხი შვილის მამაა. გამოცემის ინფორმაციით, ის გაქცევას აპირებდა, თუმცა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება. კერძოდ კი, წლების წინ ბრალდებულის ძმამ მოკლული ძმების დისშვილი გაიტაცა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება.