loader

"ძმე­ბი რუ­სე­თი­დან სო­ფელ­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­დნენ, მათ თა­ნა­სოფ­ლე­ლი ჩა­უ­საფ­რდა" - რა გახდა ძმების მკვლელობის სავარაუდო მოტივი და რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძმე­ბი რუ­სე­თი­დან სო­ფელ­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­დნენ, მათ თა­ნა­სოფ­ლე­ლი ჩა­უ­საფ­რდა" - რა გახდა ძმების მკვლელობის სავარაუდო მოტივი და რა დეტალები ხდება ცნობილი?

სა­გა­რე­ჯო­ში ორ­მა­გი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რო­გორც “მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან“ წერს, სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლი ცხელ კვალ­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ახალ დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს.

“სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ორი ძმა მოკ­ლეს, მე­სა­მე ძმამ კი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო.

შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ძმე­ბი რუ­სე­თი­დან სო­ფელ­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­დნენ. მათ თა­ნა­სოფ­ლე­ლი ჩა­უ­საფ­რდა და ცე­ცხლი იმ დროს გა­უხ­სნა, რო­დე­საც ძმე­ბი ქორ­წილ­ში მი­დი­ოდ­ნენ.

ორი ძმა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­სა­მემ კი გაქ­ცე­ვა და მან­ქა­ნის­თვის თა­ვის შე­ფა­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლი ოთხი შვი­ლის მა­მაა. ის გაქ­ცე­ვას აპი­რებ­და, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზად წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტი სა­ხელ­დე­ბა. კერ­ძოდ კი, წლე­ბის წინ ბრალ­დე­ბუ­ლის ძმამ მოკ­ლუ­ლი ძმე­ბის დის­შვი­ლი გა­ი­ტა­ცა, რა­საც მხა­რე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა,“ - წერს “მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან“.