რა ხდება ამ წუთებში ვეკუას სკოლასთან? - კადრები ადგილიდან
თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები. პარალელურად, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი სკოლაში იმყოფება, სადაც ის სკოლის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას.
მშობლები ითხოვენ, რომ ბავშვებმა სწავლა პირველ ცვლაში გააგრძელონ.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.
განათლების სამინისტროში არ აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დემონტაჟი. „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, რომ ჯერ დადასტურებულად ცნობილი არაა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ არის თუ არა აუცილებელი მოსწავლეების სკოლიდან გაყვანა.
ვიდეო: "ნეტგაზეთი"