"ებოლა დაუდასტურდა ბრიტანელ მედიკოსსაც, კონგოში ებოლას 10 532 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 126 ადამიანი" - რას წერს მაია ბუწაშვილი?
"ებოლა დაუდასტურდა კონგოში მომუშავე ბრიტანელ მედიკოსსაც. ამ ეპიდაფეთქების დროს ეს ბრიტანეთის მოქალაქის ინფიცირების პირველი შემთხვევაა. ის გადაყვანილია ლონდონში სამკურნალოდ" - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით,1-ელი ნოემბრის მონაცემებით, აფრიკის ქვეყნებში (ძირითადად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში) ებოლას 10 532 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 5 126 ადამიანი - დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 50%.
"ებოლას ამჟამინდელი აფეთქების ეპიდსიტუაცია:
1-ელი ნოემბრის მონაცემებით, აფრიკის ქვეყნებში (ძირითადად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში) ებოლას 10 532 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 5 126 ადამიანი - დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 50%.
ებოლა დაუდასტურდა კონგოში მომუშავე ბრიტანელ მედიკოსსაც. ამ ეპიდაფეთქების დროს ეს ბრიტანეთის მოქალაქის ინფიცირების პირველი შემთხვევაა. ის გადაყვანილია ლონდონში სამკურნალოდ.
სიმპტომები და გადაცემის გზები
სიმპტომები ინფიცირებიდან 2-21 დღეში ვლინდება. დაავადება ხშირად იწყება უეცარი ცხელებით, სისუსტით, თავისა და კუნთების ტკივილით. მოგვიანებით შეიძლება დაემატოს ღებინება და დიარეა. შეიძლება სისხლდენით გართულდეს.
ებოლას ვირუსი გადადის ავადმყოფის ან ვირუსით გარდაცვლილის სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან უშუალო კონტაქტით. სიმპტომების დაწყებამდე ადამიანი ვირუსს არ ავრცელებს.
ამ ეპიდაფეთქების გამომწვევი Bundibugyo შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა ან სპეციფიკური მკურნალობა ჯერ არ არსებობს. ინფიცირებულის გადარჩენის შანსს ზრდის დროული დიაგნოსტიკა და სწრაფად დაწყებული სიმპტომური თერაპია" - წერს მაია ბუწაშვილი.