"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების (WGI) ფარგლებში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის გადამუშავებული შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველომ კანონის უზენაესობის მიმართულებით 100%-იანი შეფასების სისტემით 59% დააგროვა და ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა.
როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველომ გაასწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ 2 ქვეყანას. ეს სახელმწიფოებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია.
„მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გამოკითხვის საფუძველზე კანონის უზენაესობა შეფასდა ორი მიმართულებით: სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა დავების გადაწყვეტისას.
შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 59%-ი აიღო და ევროპაში 15-ე ადგილი დაიკავა. საქართველომ გაასწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ 2 ქვეყანას. ეს სახელმწიფოებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
https://www.worldbank.org/content/dam/sites/govindicators/doc/GCS-2026.xlsx
https://www.worldbank.org/en/publication/worldwide-governance-indicators/documentation#2