loader

“ძალიან სასწრაფო და ძალიან ცუდი ამბავი მოხდა - რაც Fly Dubai-ზე მოხდა, ზუსტად ანალოგიური სიტუაცია განვითარდა თბილისი-თელავივის თვითმფრინავში, ცადეს თვითმფრინავის გატაცება” - მოქალაქე ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ძალიან სასწრაფო და ძალიან ცუდი ამბავი მოხდა - რაც Fly Dubai-ზე მოხდა, ზუსტად ანალოგიური სიტუაცია განვითარდა თბილისი-თელავივის თვითმფრინავში, ცადეს თვითმფრინავის გატაცება” - მოქალაქე ვიდეომიმართვას ავრცელებს

მოქალაქე კახა ჯანაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს:

"მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, ძალიან სასწრაფო და ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. დღეს გავაცილე ბიძაჩემი, ბიცოლა და ბიძაშვილები, რომლებიც გაფრინდნენ ისრაელში 2 საათზე.

და მოხდა ეგეთი ამბავი, რომ რაც Fly Dubai-ზე მოხდა, ზუსტად ანალოგიური სიტუაცია განვითარდა თბილისი-თელავივის თვითმფრინავში. მოხდა ის, რომ ცადეს თვითმფრინავის გატაცება. ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო თბილისი-თელავივის თვითმფრინავის გაეტაცებინათ არაბებს. ეს ხდებოდა ერთი საათით ადრე, ვიდრე თელ-ავივში დაფრინდებოდა თვითმფრინავი — ეს იყო „Arkia“-ს თვითმფრინავი, ისრაელის კომპანიის. ძალიან ცუდი სიტუაცია განვითარდა, თითქმის ანალოგიური რაც ხდებოდა ფლაი დუბაის რეისზე, ოღონდ სისხლის გარეშე.

ახლა რატომ ვწერ ამ ამბავს: თბილისიდან მიფრინავდნენ ეს არაბებიც. არ ვიცი ახლა ისრაელის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ ეს არაბები, უბრალოდ მიდიოდნენ, ვინ იყვნენ და რა იყვნენ მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში არიან არაბები შემოსული, რომლებიც არიან ტერორისტები, პირდაპირ ვიტყვი ტერორისტები. ეს ადამიანები ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენენ არა მარტო თვითმფრინავებისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ნახევარ თვითმფრინავზე მეტი არაბები ისხდნენ ისრაელის რეისზე და ეს არაბები შეიძლება ერთ დღეს გაგიჟდნენ და აი ესე მხეცივით როგორც ეს ერთ-ერთი არაბი დარბოდა ამ თვითმფრინავში და ახტებოდა თავზე ამ ხალხს და იწევდა პილოტების კაბინისკენ. ამ დროს მოხდა გადაკეტვა და სამწუხაროდ, ეს ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი მოხვდნენ ზუსტად იმ ადგილას სადაც ეს არანორმალური, არაადეკვატური პიროვნება გიჟივით ღრიალებდა და დახტოდა აქეთ-იქით. რომ არა ებრაელების და ქართველების ერთად ჩარევა, არ ვიცი რას მოახდენდა და რას იზამდა.

ფაქტია, რომ ეს პიროვნება მოაცილეს იქაურობას, მაგრამ მაინც ხტუნაობდა სანამ თვითმფრინავი არ დაჯდა. რა თქმა უნდა ისრაელის სპეცსამსახურები იქვე დახვდნენ და დააკავეს. ოჯახთან ერთად იყვნენ, მინდა ხაზი გავუსვა: ცოლთან, მამასთან, დედასთან და ოჯახთან ერთად იყო ეს პიროვნება, სულ ყველა აიყვანეს ბენ-გურიონის, ისრაელის აეროპორტში. ეხლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამხელა საშიშროებას წარმოადგენს ამ არაბების შემოშვება ასე უპრაგონოდ ამ ქვეყანაში.

მინდა ისიც აღვნიშნო, რომ იქ ერთ-ერთი პიროვნება რომელიც უცხოელი იყო და რომელსაც ჯვარი ჰქონდა ასე გამოსაჩენად დაკიდებული, ეს იმიტომ, რომ ეს არაბები არა მარტო ებრაელებს ერჩიან, არამედ მათ არც ჯვარი უყვართ, არც მაგენ დავითის ვარსკვლავი, არც ქრისტიანი უყვართ და არც ებრაელი. აგრესიულები არიან და იწევენ, რომ იტყვიან ქრისტიანებზეც და ებრაელებზეც. ამას გეუბნებით რაც მოხდა იქიდან გამომდინარე. ეს პიროვნება, რომელიც იყო უცხოელი, რომელსაც ჯვარი ეკიდა გულზე გამოსაჩენ ადგილას, განარიდეს სპეციალურად სტიუარდესებმა და ალბათ იქ მეგზური მარშალიც იყო ეხლა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს ფაქტი ფაქტად რჩება რომ ეს ამბავი მოხდა.

დღეს 2 საათზე თბილისიდან გაფრინდა ეს რეისი თელავივის მიმართულებით და სანამ დაფრინდებოდა ისრაელში ერთი საათით ადრე დაიწყო ამ პიროვნებამ აი ეს ქმედებები, იწევდა პილოტების კაბინისკენ. იყო მთელი ამბავი, მერე იქ ალბათ პილოტები და ის ხალხი უკვე მობილიზებულები იყვნენ, პილოტებმა ჩაკეტეს კაბინა და მოკლედ Fly Dubai-ში რაც ხდებოდა დაახლოებით ის სცენარი ვლინდებოდა.

ამიტომ ვწერ ეხლა მე ამ ვიდეოს, რომ ხალხო გამოფხიზლდით რა. მთავრობასაც მივმართავ, ამ ჩვენს მთავრობას: აკრძალეთ იმ გაურკვეველი არაბული ქვეყნებიდან ამ ხალხის შემოსევა, შემოშვება საქართველოს ტერიტორიაზე. აკრძალეთ იმიტომ, რომ რაღაცა უბედურებას მოახდენენ ეს ხალხი. არა მარტო ისრაელის თვითმფრინავში არამედ საქართველოშიც, ბათუმში, თბილისში, სადღაც ტყეში რა ვიცი. ესენი არ არიან ნორმალურები, ესენი არ არიან ადეკვატურები, ესენი არიან ტვინდახშული ტერორისტული ფსიქოლოგიით განვითარებული ადამიანები.

ამიტომ გონს მოვეგოთ რა. რა არაბების ისინი რა ქვია, ქალაქები და რის აშენება და რაზეა ვაფშე საერთოდ საუბარი. სანამ რამე უბედურება არ მოხდება მანამდე ვერ გამოფხიზლდებით? გეუბნებით რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ იყო მცდელობა თბილისი ისრაელის რეისის გატაცების და ალბათ რაც მოხდა 11 სექტემბერს ამერიკაში იგივე სცენარის განვითარებას ჰქონდა ადგილი.

გამოფხიზლდით ხალხო, გამოფხიზლდით. მივმართავ ხალხსაც, მივმართავ ჟურნალისტებსაც, მივმართავ ამ ხელისუფლებასაც, რომ სანამ უბედურება არ დატრიალდება მანამდე გონს მოვეგოთ სულ ყველა. გავყაროთ და არ შემოუშვათ ესეთი ადამიანები, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენს ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყანაში ჩამოსული ნებისმიერი ტურისტისთვის, მოქალაქისთვის და რავი ყველასთვის.

მეტი რა გითხრათ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, დედა ღვთისამ დაიფაროს ჩვენი სამშობლო. ამინ," - ამბობს მოქალაქე კახა ჯანაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.