loader

ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვი­ლი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვი­ლი მიმართვას ავრცელებს

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­ძის, ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვილს შვი­ლე­ბის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

რო­გორც თა­მა­ზაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ეს "და­მა­ტე­ბი­თი დას­ჯაა“.

"ეს პოს­ტი არ ეხე­ბა პო­ლი­ტი­კას... არც სა­მარ­თლებ­რივ "აბ­ლა­ბუ­დას". შე­იძ­ლე­ბა ირაკ­ლი არ მოგ­წონ­დეს - რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი. ვი­ღა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი “კრი­მი­ნა­ლია” სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში…

ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის მსხვერ­პლია. ზო­გი­ერთს დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი გათ­ვლი­სა და მა­ნევ­რის "სუნი" სცემს…

მოკ­ლედ, უამ­რა­ვი აზრი და ვერ­სი­აა ირაკ­ლის გარ­შე­მო. თუმ­ცა არ მგო­ნია, არ­სე­ბობ­დეს ადა­მი­ა­ნი, ვინც ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ ირაკ­ლის "და­მა­ტე­ბი­თი" დას­ჯის სა­ხით მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ კუთ­ვნი­ლი პა­ე­მა­ნი ამო­ი­წუ­რა - სულ ორ­ჯერ ნახა შვი­ლე­ბი, ანუ ორი პა­ე­მა­ნი ჰქონ­და 11 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში… და­მა­ტე­ბი­თი პა­ე­მა­ნი კე­თი­ლი ნება და წა­ხა­ლი­სე­ბაა, რო­მე­ლიც კა­ნო­ნით ცი­ხის უფ­რო­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გა­მო­ი­ჩი­ნეთ ჰუ­მა­ნუ­რო­ბა და ანა­ხეთ ირაკ­ლის შვი­ლე­ბი", - აცხა­დებს თა­მა­ზაშ­ვი­ლი.