ოთარ ფარცხალაძის პირველი ინტერვიუ, რომელიც მოსკოვშია ჩაწერილი - "საქართველო ძლიერი იქნება მხოლოდ რუსეთთან ერთად"
დამაზიანებელია ის გზა, რასაც საქართველო ადგას - ყველა, ვისაც არ ეზარება საქართველოს უფროსი გახდა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ გადაცემა "სპეციალურ გამოშვებაში" განაცხადა.
მისი თქმით, "თუ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს მხოლოდ შესაძლებელია რუსეთთან ერთად და საქართველო რუსეთთან უნდა დალაგდეს".
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის აზრით, „რუსეთს ძალიან კარგი ზრახვები აქვს საქართველოს მიმართ“.