ვრცელდება კადრები „ღამის შოუს ბენდის“ ახალი წევრის, ნინი ყულეჯიშვილის საქორწინო წვეულებიდან
მომღერალი ნინი ყულეჯიშვილი, რომელიც ბოლო დროს ღამის შოუს ბენდში მღერის, თავის რჩეულზე - თორნიკე ინწკირველზე დაქორწინდა. წყვილი ბავშვობიდან იცნობს ერთმანეთს, თუმცა სერიოზული ურთიერთობა ბოლო ორი წელია აქვთ და ზაფხულში სთხოვა თორნიკემ ხელი. სასურველი თანხმობაც მიიღო.