"12 წლის ვარ, ბიძაჩემი რეკავს და დედაჩემს ეუბნება: გაამზადეთ პასპორტები, ერთი თვით მოდიხართ შოტლანდიაშიო" - გიორგი ნემსაძის დისშვილი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი დისშვილი, მარიამ კიბორძალიძე, ემოციური ვიდეორგოლით ეხმაურება.
ის იხსენებს, როგორ წაიყვანა 12 წლის მარიამი ბიძამ, ოჯახთან ერთად შოტლანდიაში, რომელიც მის მეხსიერებაში დაუვიწყარ მოგონებად იქცა. საუბრობს მის განსაკუთრებულ ადამიანურ თვისებებზე და ამბობს, რა მნიშვნელობა ჰქონდა გიას მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართელოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.