loader

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება - განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება - განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური სივრცეები გამოიყოფა.

კერძოდ, სივრცეები გამოიყოფა „საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის დასაწყობების, რეალიზაციისა და „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის გადაცემის მიზნით”.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი N2507 განკარგულების თანახმად, საჯარო სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უფლება მიეცათ, თავიანთ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გადასცენ შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.

ამასთანავე, დადგენილებით შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ უფლება ეძლევა, აღნიშნულ სივრცეებში განათავსოს საინფორმაციო ბანერები და საბანკო გადახდის ტერმინალები.

დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: საქართველოს მთავრობის განკარგულება N2507