loader

"ერთადერთი რაღაც რასაც ვნანობ და მრცხვენია ჩემი თავის..." - თამო ვაშალომიძის გულახდილი აღიარება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთადერთი რაღაც რასაც ვნანობ და მრცხვენია ჩემი თავის..." - თამო ვაშალომიძის გულახდილი აღიარება

თამო ვაშალომიძე პოდკასტის „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარი იყო. ვაშალომიძემ გადაცემაში არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის გულახდილად აღიარა, რისიც რცხვენია.

„აი, ჩემს გულახდილად, რას აკეთებდი აქამდეო? და რა ვიცი, მიმტანი ვიყავი და მედავითნე ვიყავი იქამდე, ანუ არაფერი ისეთი გამორჩეული ცხოვრება არ მქონდა, რომ ეთქვა და ისე ვუთხარი, მედავითნე-თქო.და როგორ შემოატრიალეს, რომ აი, მედავითნე PlayBoy-ს მოდელი ხდებაო. ანუ უცებ ისე დააკავშირეს..საერთოდ ბუმი ატყდა. ვიღვიძებ...უცებ ყველგან ვიყავი. ხო, მერე ვაიმე-მეთქი, რა კაია ყველგან ვარ-თქო. მერე ჟურნალისტებმა რომ დამირეკეს, მე ყველაფერზე დავთანხმდი. მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი. მიხაროდა, რაღაცა იყო ახალი ჩემს ცხოვრებაში, რაღაც იმედი ჩამესახა, რომ შეიძლებოდა ცოტა მეტი ფულიც მეშოვა. და რეკლამა, ანუ თან ტელევიზიების პერიოდი იყო. მაშინ ასე არ იყო, ახლა რომ ყველა შეუძლია Tik-Tok-ზე გახდეს ცნობადი.

ერთადერთი რაღაც რასაც ვნანობ და მრცხვენია ჩემი თავის, მართლა, ეს არის რომ ლოცვა წავიკითხე. სულ ვიძახი ამას, რომ ლოცვა არ უნდა წამეკითხა ერთ-ერთ გადაცემაში. დანარჩენი, რაც გამოვიარე, ალბათ უნდა გამომევლო, რომ ცოტა ასეთ კაი გონებაზე ვყოფილიყავი...“ – აღნიშნა თამო ვაშალომიძემ.