loader

"ამ ყველაფერს არც მოვყვებოდი და არც მოგახვევდით თავს პირად პრობლემებს, მაშინ როცა სრულიად ქვეყანაა ერთ უდიდეს პრობლემაში, მაგრამ..." - რას წერს ბაჩო ახალიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ყველაფერს არც მოვყვებოდი და არც მოგახვევდით თავს პირად პრობლემებს, მაშინ როცა სრულიად ქვეყანაა ერთ უდიდეს პრობლემაში, მაგრამ..." - რას წერს ბაჩო ახალიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი?

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ბაჩოს თავის სასამართლოზე მოსამართლისთვის ნათქვამი სიტყვებისთვის “მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს” მისჯილი აქვს 2 წელი და 6 თვე.

ბაჩო 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს 4 ოქტომბრის ე. წ. “ვაიფაის” საქმეზე, რომელზეც სასამართლო პროცესები დახურეს მტკიცებულებების არქონის გამო და მიუხედავად ამისა მაინც ვერ ატარებენ პროცესებს თითქმის 6 თვეა. 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადაც გასულია და 10 თვეზე მეტი ხანია დატყვევებულია, მაგრამ დღემდე აკრძალული აქვს ყველანაირი კომუნიკაცია გარესამყაროსთან (მათ შორის პაემანი/სატელეფონო ზარი/ წერილები).

მიუხედავად არაერთი მიმართვისა პროკურატურისადმი, აეხსნა ის აბსურდი, თუ რატომ არ ეძლევა აქამდე ბაჩოს თავის არასრულწლოვან შვილთან შეხვედრის უფლება, მაშინ როცა მე, მისი მეუღლე, ადვოკატის სტატუსით ყოველდღე შევდივარ მასთან ციხეში, რა საშიშროებას წარმოადგენს ასეთს 14 წლის კესო გამოძიებისთვის, მითუმეტეს როცა საქმეში არ არსებობს არცერთი მოწმე/დაზარალებული და არცერთი მტკიცებულება (გარდა თამარ ჩერგოლეიშვილისა, რომელსაც არამგონია კესოს ზეწოლის შეეშინდეს) - ამაზე პასუხს პროკურატურა არ მცემს, უბრალოდ თვეებია მაიგნორებს.

ერთადერთი შანსი, შორიდან მაინც ენახათ მამა-შვილს ერთმანეთი, ეს იყო სააპელაციო სასამართლოს დარბაზი (“მე ვთვლი რომ ივანიშვილი უნდა დაემხოს” საქმეზე განაჩენი გავასაჩივრეთ), მაგრამ მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა საჩივარი განიხილა ბრალდებულის და მხარეების გარეშე და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამ ყველაფერს არც მოვყვებოდი და არც მოგახვევდით თავს პირად პრობლემებს, მაშინ როცა სრულიად ქვეყანაა ერთ უდიდეს პრობლემაში, მაგრამ ეს პოსტი “წერილით ნაწამები” ღარიბაშვილის უტიფრობამ დამაწერინა, იმ ღარიბაშვილის, რომელიც ბაჩოს ოჯახის წევრებს წლობით არ ანახებდა და 24 თვე წინასწარ პატიმრობაში ყავდა გარესამყაროსთან ყველანაირი კომუნიკაციის უფლების გარეშე და იმ ღარიბაშვილის უტიფრობამ, რომელიც პირდაპირ ეთერში თითს უქნევდა მიხეილ სააკაშვილს - “ჭკვიანად იყოს, თორემ კიდევ დავუმატებთო”- წერს ანი ნადარეიშვილი.