loader

“ძალიან არ მინდოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს” - თამუნა მუსერიძე ნატა ვიბლიანთან პირადი მიმოწერის ვიდეოჩანაწერს ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ძალიან არ მინდოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს” - თამუნა მუსერიძე ნატა ვიბლიანთან პირადი მიმოწერის ვიდეოჩანაწერს ასაჯაროებს

ჟურნალისტი, ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს და მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც მუსერიძე წერს, მის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა, რის გამოც იძულებულია, ნატა ვიბლიანთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროოს.

„დღეს მე რა ნერვიულობაც გადავიტანე, არავის ვუსურვებ! ეს წლებია, ყველაფერს ვაკეთებთ ჩემი გუნდი და მე, რომ ადამიანებს სიმართლის დადგენაში დავეხმაროთ. რის ფასად გვიჯდება ეს, აქ ნამდვილად არ მოვყვები, მით უმეტეს, რომ ეს ჩვენი არჩევანია და შესაბამისად არ ვაპირებთ თავს მოგახვიოთ.

თუმცა ის, რასაც დღეს ჩემზე ავრცელებენ, ყველანაირ ზღვარს ცდება. ძალიან არ მინდოდა ჩემი და ნატა ვიბლიანის პირად მიმოწერაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ადამიანურმა თხოვნამ არ გაჭრა, ამიტომ იძულებული ვარ, მიმოწერა გავასაჯაროო! თავად განსაჯეთ, რეალურად რა დგას ამ ბრალდებების უკან!“, - წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში.