ვრცელდება ფიზიკური დაპირისპირების კადრები, რომლებშიც ჩანს 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელიც მერაბ დვალიშვილს თავდამსხმელებთან გამკლავებაში დაეხმარა
UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში დაღესტნელი სპორტსმენები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მერაბს თავს UFC-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მის თანმხლები პირები დაესხნენ.
გავრცელდა შესაბამისი ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ მიეპარნენ დვალიშვილს ზურგს უკან და ცემა დაუწყეს.
მერაბთან ერთად მისი მეგობარი, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი იმყოფებოდა, რომელიც დვალიშვილს თავდამსხმელებთან გამკლავებაში და მათ მოგერიებაში დაეხმარა.ის 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილია, UFC-ის ყოფილი მებრძოლის, ზვიად ლაზიშვილის ძმა.