loader

"უკვე მართლა ვეღარ ვჩუმდები, იცი, რა არის ყვე­ლა­ზე მძი­მე? როცა ამ სი­მარ­თლეს ეუბ­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნი ტი­რილს იწყებს" - ოქროს ექსპერტის საგანგაშო მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკვე მართლა ვეღარ ვჩუმდები, იცი, რა არის ყვე­ლა­ზე მძი­მე? როცა ამ სი­მარ­თლეს ეუბ­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნი ტი­რილს იწყებს" - ოქროს ექსპერტის საგანგაშო მიმართვა

ოქ­როს ექ­სპერ­ტი მარი ჯღარ­კა­ვა მისი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე სა­გან­გა­შოა, რად­გან გა­სირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოქ­როს სა­ხელ­წო­დე­ბით ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ ნა­კე­თო­ბებს ყი­დი­ან.

“მივ­მარ­თავ ოქ­როს ბირ­ჟა­ზე მო­მუ­შა­ვე იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც, რო­გორც ჩანს, სხვი­სი მო­ტყუ­ე­ბა ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა ჰგო­ნია!

თქვენ სა­ერ­თოდ არ გრცხვე­ნი­ათ?! მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ ადა­მი­ანს ყალ­ბი ნივ­თი ნამ­დვილ ოქ­როდ მიჰ­ყი­დოთ, აი­ღოთ მისი ფული და მშვი­დად გა­აგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა?!თით­ქმის 2 წე­ლია ოქ­როს ექ­სპერ­ტად ვმუ­შა­ობ და იმ­დე­ნი შემ­თხვე­ვა მაქვს ნა­ნა­ხი, უკვე მარ­თლა ვე­ღარ ვჩუმ­დე­ბი. მო­დის ჩემ­თან ადა­მი­ა­ნი, მო­აქვს ნივ­თი, მე­უბ­ნე­ბა, ბირ­ჟა­ზე მაქვს ნა­ყი­დი, ნამ­დვი­ლი ოქ­რო­აო, ამ­დე­ნი გა­და­ვი­ხა­დეო. ამოწ­მებ და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ოქ­როს­თან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო. ზოგს წლე­ბია შე­ნა­ხუ­ლი აქვს, ზოგს ბოლო ფუ­ლით უყი­დია, ზოგს სა­ჩუქ­რად მი­უ­ღია და წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს, რომ მო­ა­ტყუ­ეს. და იცი, რა არის ყვე­ლა­ზე მძი­მე? როცა ამ სი­მარ­თლეს ეუბ­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნი ტი­რილს იწყებს. ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად უჭირს და­ჯე­რე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე გე­კი­თხე­ბა, იქ­ნებ შე­გე­შა­ლა­თო.

და აი, ამ დროს მინ­და ვი­ცო­დე, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ეს ნივ­თე­ბი მიჰ­ყი­დეთ, იცით მა­ინც, რას უკე­თებთ ხალ­ხს?!

თქვე­ნი დე­დაც ხომ შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს სად­მე და მო­ა­ტყუ­ონ? თქვე­ნი დაც, თქვე­ნი შვი­ლიც, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რიც ხომ შე­იძ­ლე­ბა ენ­დოს გამ­ყიდ­ველს და თა­ვი­სი ნაშ­რო­მი ფული გა­და­ი­ხა­დოს იმა­ში, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ოქრო არ არის?!

რა გგო­ნი­ათ, რომ რად­გან ადა­მი­ან­მა ოქ­როს გარ­ჩე­ვა არ იცის, ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ვერ ერ­კვე­ო­დეს სინ­ჯებ­ში. შე­იძ­ლე­ბა არ იცო­დეს რა არის 375, 500, 585, 750, 916, 958, 999,9 სინ­ჯე­ბი, რო­გორ მოწ­მდე­ბა ოქრო, რას უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა. იმი­ტო­მაც მო­დის თქვენ­თან, გენ­დო­ბათ. და თქვენ ამ ნდო­ბას იყე­ნებთ მის მო­სა­ტყუ­ებ­ლად.

და ნუ გა­მო­მიხ­ტე­ბით ახლა და ნუ და­ი­წყებთ თა­ვის მარ­თლე­ბას: “ბიზ­ნე­სია“, “ვაჭ­რო­ბაა“, “ად­გილ­ზე ხომ გვყავს ექ­სპერ­ტე­ბი და შე­უძ­ლი­ათ, მათ შე­ა­მოწ­მე­ბი­ნონ ნივ­თი, სა­ნამ შე­ი­ძე­ნენ“, “თვი­თონ ვერ ამოწ­მებ­და“… მარ­თლა ეს არის თქვე­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბი?!

ბირ­ჟა­ზე რომ გი­ზით ვი­თომ ექ­სპერ­ტე­ბი, ისი­ნიც კი, თუ მყიდ­ვე­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის ნაც­ვლად გამ­ყიდ­ვე­ლის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, მა­შინ სა­ერ­თოდ რა აზრი აქვს მათ არ­სე­ბო­ბას? ადა­მი­ა­ნი მი­დის, ნივთს ამოწ­მე­ბი­ნებს, რათა დარ­წმუნ­დეს, რას ყი­დუ­ლობს. მაგ­რამ რა გა­რან­ტია აქვს მყიდ­ველს, რომ მის წინ მდგო­მი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტია და არა თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი?!

თუ ექ­სპერ­ტი გამ­ყიდ­ველ­თან არის შეკ­რუ­ლი, მა­შინ ეს შე­მოწ­მე­ბა მხო­ლოდ ფორ­მა­ლო­ბა ყო­ფი­ლა. მყიდ­ვე­ლი იქ სი­მარ­თლის გა­სა­გე­ბად მი­დის და არა იმის­თვის, რომ წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი პა­სუ­ხი მო­ის­მი­ნოს. გა­მო­დის, მყიდ­ველს არც გამ­ყიდ­ვე­ლის უნდა სჯე­რო­დეს და არც იმ ადა­მი­ა­ნის, ვი­საც ნივ­თის ობი­ექ­ტუ­რად შე­მოწ­მე­ბა ევა­ლე­ბა?!

მე ყო­ველ­დღე ვხე­დავ იმას, რა­საც თქვენ აკე­თებთ და მერე იმ შე­დეგ­საც ვხე­დავ, რაც ამას მოჰ­ყვე­ბა!!! თქვენ შე­იძ­ლე­ბა იმ მო­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ლარი მო­ი­გოთ, მაგ­რამ მე­ო­რე მხა­რეს შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი იდ­გეს, რო­მელ­საც ჩემ­თან მო­ვი­და, რად­გან ეს ფული წამ­ლის­თვის, საჭ­მლის­თვის ან ოჯა­ხის რა­ღაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხარ­ჯის­თვის სჭირ­დე­ბო­და. ეს უკვე უბ­რა­ლოდ უტიფ­რო­ბა და უნა­მუ­სო­ბაა! ადა­მი­ა­ნი მო­დის თა­ვი­სი ნაშ­რო­მი ფუ­ლით, ენ­დო­ბა თქვენს სი­ტყვას, ენ­დო­ბა ად­გილ­ზე მყოფ ექ­სპერტსაც და სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა ორი­ვე მხრი­დან მო­ტყუ­ე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს.

სხვი­სი უცო­დინ­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს რომ ეძა­ხით, ძა­ლი­ან ცუ­დად გქო­ნი­ათ საქ­მე. ვაჭ­რო­ბა არ გაძ­ლევთ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბის უფ­ლე­ბას. ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ სინ­დი­სი, პა­ტი­ოს­ნე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვერ­დზე უნდა გა­და­დოთ!!!

და იმ ფულს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბით იღებთ, ნუ ჩათ­ვლით მო­გე­ბად. მყიდ­ველს უფ­ლე­ბა აქვს, მი­ი­ღოს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა. ეს ფუ­ფუ­ნე­ბა კი არა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. და მერე კი­დევ ოს­ტა­ტო­ბა­ზე, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე გაქვთ პრე­ტენ­ზია. რა ოს­ტა­ტო­ბაა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბა? ყალ­ბი ნივ­თის ნამ­დვილ ოქ­როდ გა­სა­ღე­ბა თუ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვაა, მა­შინ მარ­თლა არ ვიცი, რა გი­თხრათ. სა­კუ­თარ თავს სარ­კე­ში მა­ინც შე­ხე­დეთ ხოლ­მე.

გან­სა­კუთ­რე­ბით იმათ ეხე­ბა, ვინც შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თებთ ამას და ზუს­ტად იცით, რა­საც ყი­დით. ნუ და­მი­წყებთ ახლა ვაჭ­რო­ბა­აო, ბიზ­ნე­სი­ა­აო და ყვე­ლა თა­ვის მო­გე­ბა­ზე ფიქ­რობ­სო. მო­გე­ბა­ზე ფიქ­რსა და თაღ­ლი­თო­ბას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ­სე­ბობს და თუ ამ გან­სხვა­ვე­ბას ვერ ხე­დავთ, პრობ­ლე­მა უკვე თქვენ­შია.

სხვი­სი ნაშ­რო­მი, სხვი­სი ნდო­ბა და სხვი­სი ცრემ­ლი თქვე­ნი გამ­დიდ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა იყოს!!! არა!!

ნუ გგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი შეგ­რჩე­ბათ.

დღეს შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცა მო­ა­ტყუ­ოთ, ხვალ სხვა შემ­ფა­სე­ბელ­თან მივა, ზეგ კი­დევ სხვა­გან და სი­მარ­თლე მა­ინც გა­მოჩ­ნდე­ბა. თქვე­ნი სა­ხე­ლი და რე­პუ­ტა­ცია კი იმა­ზე სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა და­ი­კარ­გოს, ვიდ­რე იმ ყალ­ბი ნივ­თის გა­ყიდ­ვით აღე­ბუ­ლი ფული და­გე­ხარ­ჯე­ბათ.

სხვი­სი ცრემ­ლით ნა­შოვ­ნი ფული არ შე­გერ­გე­ბათ!

PS: არა­ვის ვერ­ჩი პა­ტი­ო­სან მო­ვაჭ­რეს, ბირ­ჟა­ზეც არი­ან ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ვინც ამ საქ­მეს აკე­თებთ, თქვენ კარ­გად იცით, ვი­საც ეხე­ბა ეს პოს­ტი.

და ბო­ლოს, ერთი რამ და­ი­მახ­სოვ­რეთ: სხვი­სი ბოლო ფუ­ლის მო­პარ­ვას თუ ვაჭ­რო­ბას ეძა­ხით, თქვე­ნი სინ­დი­სის ამ­ბა­ვი ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, ნუ გგო­ნი­ათ, რომ მა­გა­რი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ხართ. თაღ­ლი­თო­ბა ოს­ტა­ტო­ბა არ არის!! არაა!!“ - წერს ოქ­როს ექ­სპერ­ტი.