loader

"უკვე მართლა ვეღარ ვჩუმდები! იცით, რა არის ყველაზე მძიმე? როცა ამ სიმართლეს ეუბნები და ადამიანი ტირილს იწყებს" - ოქროს ექსპერტის საგანგაშო მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკვე მართლა ვეღარ ვჩუმდები! იცით, რა არის ყველაზე მძიმე? როცა ამ სიმართლეს ეუბნები და ადამიანი ტირილს იწყებს" - ოქროს ექსპერტის საგანგაშო მიმართვა

ოქ­როს ექ­სპერ­ტი მარი ჯღარ­კა­ვა მისი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე სა­გან­გა­შოა, რად­გან გა­ხშირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოქ­როს სა­ხელ­წო­დე­ბით ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ ნა­კე­თო­ბებს ყი­დი­ან.

“მივ­მარ­თავ ოქ­როს ბირ­ჟა­ზე მო­მუ­შა­ვე იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც, რო­გორც ჩანს, სხვი­სი მო­ტყუ­ე­ბა ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა ჰგო­ნია!

თქვენ სა­ერ­თოდ არ გრცხვე­ნი­ათ?! მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ ადა­მი­ანს ყალ­ბი ნივ­თი ნამ­დვილ ოქ­როდ მიჰ­ყი­დოთ, აი­ღოთ მისი ფული და მშვი­დად გა­აგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა?!თით­ქმის 2 წე­ლია ოქ­როს ექ­სპერ­ტად ვმუ­შა­ობ და იმ­დე­ნი შემ­თხვე­ვა მაქვს ნა­ნა­ხი, უკვე მარ­თლა ვე­ღარ ვჩუმ­დე­ბი. მო­დის ჩემ­თან ადა­მი­ა­ნი, მო­აქვს ნივ­თი, მე­უბ­ნე­ბა, ბირ­ჟა­ზე მაქვს ნა­ყი­დი, ნამ­დვი­ლი ოქ­რო­აო, ამ­დე­ნი გა­და­ვი­ხა­დეო. ამოწ­მებ და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ოქ­როს­თან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო. ზოგს წლე­ბია შე­ნა­ხუ­ლი აქვს, ზოგს ბოლო ფუ­ლით უყი­დია, ზოგს სა­ჩუქ­რად მი­უ­ღია და წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს, რომ მო­ა­ტყუ­ეს. და იცით, რა არის ყვე­ლა­ზე მძი­მე? როცა ამ სი­მარ­თლეს ეუბ­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნი ტი­რილს იწყებს. ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად უჭირს და­ჯე­რე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე გე­კი­თხე­ბა, იქ­ნებ შე­გე­შა­ლა­თო.

და აი, ამ დროს მინ­და ვი­ცო­დე, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ეს ნივ­თე­ბი მიჰ­ყი­დეთ, იცით მა­ინც, რას უკე­თებთ ხალ­ხს?!

თქვე­ნი დე­დაც ხომ შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს სად­მე და მო­ა­ტყუ­ონ? თქვე­ნი დაც, თქვე­ნი შვი­ლიც, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რიც ხომ შე­იძ­ლე­ბა ენ­დოს გამ­ყიდ­ველს და თა­ვი­სი ნაშ­რო­მი ფული გა­და­ი­ხა­დოს იმა­ში, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ოქრო არ არის?!

რა გგო­ნი­ათ, რომ რად­გან ადა­მი­ან­მა ოქ­როს გარ­ჩე­ვა არ იცის, ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ვერ ერ­კვე­ო­დეს სინ­ჯებ­ში. შე­იძ­ლე­ბა არ იცო­დეს რა არის 375, 500, 585, 750, 916, 958, 999,9 სინ­ჯე­ბი, რო­გორ მოწ­მდე­ბა ოქრო, რას უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა. იმი­ტო­მაც მო­დის თქვენ­თან, გენ­დო­ბათ. და თქვენ ამ ნდო­ბას იყე­ნებთ მის მო­სა­ტყუ­ებ­ლად.

და ნუ გა­მო­მიხ­ტე­ბით ახლა და ნუ და­ი­წყებთ თა­ვის მარ­თლე­ბას: “ბიზ­ნე­სია“, “ვაჭ­რო­ბაა“, “ად­გილ­ზე ხომ გვყავს ექ­სპერ­ტე­ბი და შე­უძ­ლი­ათ, მათ შე­ა­მოწ­მე­ბი­ნონ ნივ­თი, სა­ნამ შე­ი­ძე­ნენ“, “თვი­თონ ვერ ამოწ­მებ­და“… მარ­თლა ეს არის თქვე­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბი?!

ბირ­ჟა­ზე რომ გი­ზით ვი­თომ ექ­სპერ­ტე­ბი, ისი­ნიც კი, თუ მყიდ­ვე­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის ნაც­ვლად გამ­ყიდ­ვე­ლის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, მა­შინ სა­ერ­თოდ რა აზრი აქვს მათ არ­სე­ბო­ბას? ადა­მი­ა­ნი მი­დის, ნივთს ამოწ­მე­ბი­ნებს, რათა დარ­წმუნ­დეს, რას ყი­დუ­ლობს. მაგ­რამ რა გა­რან­ტია აქვს მყიდ­ველს, რომ მის წინ მდგო­მი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტია და არა თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი?!

თუ ექ­სპერ­ტი გამ­ყიდ­ველ­თან არის შეკ­რუ­ლი, მა­შინ ეს შე­მოწ­მე­ბა მხო­ლოდ ფორ­მა­ლო­ბა ყო­ფი­ლა. მყიდ­ვე­ლი იქ სი­მარ­თლის გა­სა­გე­ბად მი­დის და არა იმის­თვის, რომ წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი პა­სუ­ხი მო­ის­მი­ნოს. გა­მო­დის, მყიდ­ველს არც გამ­ყიდ­ვე­ლის უნდა სჯე­რო­დეს და არც იმ ადა­მი­ა­ნის, ვი­საც ნივ­თის ობი­ექ­ტუ­რად შე­მოწ­მე­ბა ევა­ლე­ბა?!

მე ყო­ველ­დღე ვხე­დავ იმას, რა­საც თქვენ აკე­თებთ და მერე იმ შე­დეგ­საც ვხე­დავ, რაც ამას მოჰ­ყვე­ბა!!! თქვენ შე­იძ­ლე­ბა იმ მო­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ლარი მო­ი­გოთ, მაგ­რამ მე­ო­რე მხა­რეს შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი იდ­გეს, რო­მელ­საც ჩემ­თან მო­ვი­და, რად­გან ეს ფული წამ­ლის­თვის, საჭ­მლის­თვის ან ოჯა­ხის რა­ღაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხარ­ჯის­თვის სჭირ­დე­ბო­და. ეს უკვე უბ­რა­ლოდ უტიფ­რო­ბა და უნა­მუ­სო­ბაა! ადა­მი­ა­ნი მო­დის თა­ვი­სი ნაშ­რო­მი ფუ­ლით, ენ­დო­ბა თქვენს სი­ტყვას, ენ­დო­ბა ად­გილ­ზე მყოფ ექ­სპერტსაც და სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა ორი­ვე მხრი­დან მო­ტყუ­ე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს.

სხვი­სი უცო­დინ­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს რომ ეძა­ხით, ძა­ლი­ან ცუ­დად გქო­ნი­ათ საქ­მე. ვაჭ­რო­ბა არ გაძ­ლევთ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბის უფ­ლე­ბას. ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ სინ­დი­სი, პა­ტი­ოს­ნე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვერ­დზე უნდა გა­და­დოთ!!!

და იმ ფულს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბით იღებთ, ნუ ჩათ­ვლით მო­გე­ბად. მყიდ­ველს უფ­ლე­ბა აქვს, მი­ი­ღოს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა. ეს ფუ­ფუ­ნე­ბა კი არა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. და მერე კი­დევ ოს­ტა­ტო­ბა­ზე, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე გაქვთ პრე­ტენ­ზია. რა ოს­ტა­ტო­ბაა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბა? ყალ­ბი ნივ­თის ნამ­დვილ ოქ­როდ გა­სა­ღე­ბა თუ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვაა, მა­შინ მარ­თლა არ ვიცი, რა გი­თხრათ. სა­კუ­თარ თავს სარ­კე­ში მა­ინც შე­ხე­დეთ ხოლ­მე.

გან­სა­კუთ­რე­ბით იმათ ეხე­ბა, ვინც შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თებთ ამას და ზუს­ტად იცით, რა­საც ყი­დით. ნუ და­მი­წყებთ ახლა ვაჭ­რო­ბა­აო, ბიზ­ნე­სი­ა­აო და ყვე­ლა თა­ვის მო­გე­ბა­ზე ფიქ­რობ­სო. მო­გე­ბა­ზე ფიქ­რსა და თაღ­ლი­თო­ბას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ­სე­ბობს და თუ ამ გან­სხვა­ვე­ბას ვერ ხე­დავთ, პრობ­ლე­მა უკვე თქვენ­შია.

სხვი­სი ნაშ­რო­მი, სხვი­სი ნდო­ბა და სხვი­სი ცრემ­ლი თქვე­ნი გამ­დიდ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა იყოს!!! არა!!

ნუ გგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი შეგ­რჩე­ბათ.

დღეს შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცა მო­ა­ტყუ­ოთ, ხვალ სხვა შემ­ფა­სე­ბელ­თან მივა, ზეგ კი­დევ სხვა­გან და სი­მარ­თლე მა­ინც გა­მოჩ­ნდე­ბა. თქვე­ნი სა­ხე­ლი და რე­პუ­ტა­ცია კი იმა­ზე სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა და­ი­კარ­გოს, ვიდ­რე იმ ყალ­ბი ნივ­თის გა­ყიდ­ვით აღე­ბუ­ლი ფული და­გე­ხარ­ჯე­ბათ.

სხვი­სი ცრემ­ლით ნა­შოვ­ნი ფული არ შე­გერ­გე­ბათ!

PS: არა­ვის ვერ­ჩი პა­ტი­ო­სან მო­ვაჭ­რეს, ბირ­ჟა­ზეც არი­ან ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ვინც ამ საქ­მეს აკე­თებთ, თქვენ კარ­გად იცით, ვი­საც ეხე­ბა ეს პოს­ტი.

და ბო­ლოს, ერთი რამ და­ი­მახ­სოვ­რეთ: სხვი­სი ბოლო ფუ­ლის მო­პარ­ვას თუ ვაჭ­რო­ბას ეძა­ხით, თქვე­ნი სინ­დი­სის ამ­ბა­ვი ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, ნუ გგო­ნი­ათ, რომ მა­გა­რი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ხართ. თაღ­ლი­თო­ბა ოს­ტა­ტო­ბა არ არის!! არაა!!“ - წერს ოქ­როს ექ­სპერ­ტი.