თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობას გურამ შეროზია ეხმაურება
გურამ შეროზია დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე კომენტარს აკეთებს:
,საშინელება ხდება ჩვენს ქვეყანაში, მართლა ვერ ვიჯერებ!!- კაცმა ვალი აიღო და ვეღარ დააბრუნა- ბუნებრივია, ბანკმა იპოთეკაში ჩადებული ბინა გაყიდა- ცოლ-ქმარმა პატიოსნად, თავისი ფულით იყიდეს ბინა- ყოფილი მფლობელი რვა წელი არ გამოდიოდა სახლიდან!
გაამრავლეთ რვა წლის ქირა, ანუ რამდენ ხანს იცხოვრა უფასოდ!!- კიდევ პრეტენზია ჰქონდა, ბინის ღირებულების მეხუთედს სთავაზობდა ცოლ-ქმარს და აქეთ ჰქონდა პრეტენზია, რატომ არ მეთანხებიანო.მერე ადგა და დახოცა!! და ამ დროს ხალხი:
- ar unda mieyvanat am mdgomareobamde- ushvilo colqmars rat undoda 220 kvadrati- aba rom asaxlebdnen ra egonaT?- sxvisi gamosaxlebuli saxli ar sheergebodat!და ათასი მსგავსი, რომელიც “არ ამართლებს” მკვლელობას, MAGRAM…
ძალიან საშიშია ასეთი ხალხის გვერდით ცხოვრება და ვაი რომ მგონი ძალიან ბევრნი არიან,"- წერს გურამ შეროზია.
ცნობისთვის, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.