"რანაირად მოგვექეცი ასე ბექა, ახლა რა ვქნათ…" - ტრაგედია ლეჩხუმში: ვინ არის ახალგაზრდა მოცეკვავე, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა
ლეჩხუმში ტრაგედია დატრიალდა. როგორც ადგილობრივი მედია “მეგა ტვ“ ავრცელებს, ავტოავარიას ახალგაზრდა ბიჭი, ყოფილი მოცეკვავე ბექა თუთისანი ემსხვერპლა.
“ნეტა შემეძლოს ჩემი სიცოცხლის მოცემა, არც კი დავფიქრდებოდი ისე დაგაბრუნებდი შენს სახლში ბექა...
რანაირად მოგვექეცი ასე ბექა ახლა რა ვქნათ… “ - წერენ დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს ანსამბლი “ლეჩხუმი“, რომლის წევრიც ახალგაზრდა მამაკაცი იყო.
“ანსამბლი “ლეჩხუმი” ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი ანსამბლის ყოფილი მოცეკვავის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.