loader

ვრცელდება სა­ო­ცა­რი კად­რე­ბი - მო­ზარ­დის რეაქცია, როდესაც დაინახა, რომ ვერ­ტმფრენ­მა იპო­ვა მას შემ­დეგ, რაც ის 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­სტრა­ლი­ის უდა­ბურ ბუ­ნე­ბა­ში იყო და­კარ­გუ­ლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება სა­ო­ცა­რი კად­რე­ბი - მო­ზარ­დის რეაქცია, როდესაც დაინახა, რომ ვერ­ტმფრენ­მა იპო­ვა მას შემ­დეგ, რაც ის 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­სტრა­ლი­ის უდა­ბურ ბუ­ნე­ბა­ში იყო და­კარ­გუ­ლი

გავ­რცელ­და სა­ო­ცა­რი კად­რე­ბი იმ მო­მენ­ტი­სა, რო­დე­საც მო­ზარ­დი სამ­ძებ­რო ვერ­ტმფრენ­მა იპო­ვა მას შემ­დეგ, რაც ის 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­სტრა­ლი­ის უდა­ბურ ბუ­ნე­ბა­ში იყო და­კარ­გუ­ლი.

უი­ლი­ა­მი, რომ­ლის გვა­რიც არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა, პა­რას­კევს შუ­ა­დღი­სას მე­გო­ბარ­თან ერ­თად აღ­მო­სავ­ლეთ ვიქ­ტო­რი­ა­ში, უოლ­ჰა­ლა ის­ტში, თა­ვის პირ­ველ ლაშ­ქრო­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ტე­რი­ტო­რი­ის სხვა ნა­წი­ლის­კენ, სტო­უ­ნი კრიკ რო­უ­დი­სა და T2 ბი­ლი­კის მახ­ლობ­ლად გა­ე­მარ­თა, მაგ­რამ უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

17 წლის მო­ზარდს, რო­მელ­საც მე­ო­რე დო­ნის აუ­ტიზ­მი აქვს და “არ­სე­ბით“ მხარ­და­ჭე­რას სა­ჭი­რო­ებს, იმ დროს მხო­ლოდ შორ­ტე­ბი და სა­მუ­შაო ჩექ­მე­ბი ეცვა. მან ტე­ლე­ფო­ნიც კემ­პინ­გის ად­გი­ლას და­ტო­ვა.

კად­რებ­ში ჩანს მზის­გან ძლი­ერ დამ­წვა­რი და მა­ი­სუ­რის გა­რე­შე მყო­ფი უი­ლი­ა­მი, რო­მე­ლიც ნა­კა­დულ­თან ახ­ლოს, ბრტყელ ქვა­ზე წევს, სა­დაც, რო­გორც ჩანს, სუფ­თა სას­მე­ლი წყლით გა­დარ­ჩა.

კვლავ ჩექ­მებ­ში მყო­ფი, ის გვერ­დზე იწვა და პლედს იფა­რებ­და, რო­დე­საც ვერ­ტმფრე­ნი მის თავ­ზე და­ე­კი­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად ის არ რე­ა­გი­რებს, აშ­კა­რად დაღ­ლი­ლია და, რო­გორც ჩანს, ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რას ხე­დავს, სა­ნამ ვერ­ტმფრენს ხელს არ და­უქ­ნევს და სი­ხა­რუ­ლის­გან ჰა­ერ­ში მუშტს არ აღ­მარ­თავს, რო­დე­საც ხვდე­ბა, რომ გა­დარ­ჩა.

უი­ლი­ა­მის და­კარ­გვის შე­ა­ხებ ბა­ნა­კის პო­ლი­ცი­ას მის­მა მე­გო­ბარ­მა 6 დღით ადრე შე­ა­ტყო­ბი­ნა. პო­ლი­ცია ფიქ­რობ­და, რომ შე­საძ­ლოა მო­ზარდს ორი­ენ­ტა­ცია და­ე­კარ­გა და სა­ხი­ფა­თო რე­ლი­ეფ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, უი­ლი­ა­მი ხუთ­შა­ბათს დი­ლით ცო­ცხა­ლი იპო­ვეს და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­მა ის სა­კა­ცით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

ამ­ჟა­მად უი­ლი­ა­მი თავს კარ­გად გრძნობს და მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.