loader

"არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები" - რა დაფიქსირა სამეთვალყურეო კამერამ მკვლელობის დღეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები" - რა დაფიქსირა სამეთვალყურეო კამერამ მკვლელობის დღეს?

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ცოლ-ქმრის, სოსო სუ­ჯაშ­ვი­ლი­სა და ნანა ფი­რა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 62 წლის გია ძლი­ე­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლე­ვან გე­ლო­ვან­მა მი­ი­ღო.დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა გია ძლი­ე­რაშ­ვი­ლის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, კოს­მო­ნავ­ტე­ბის ქუ­ჩა­ზე ცოლ-ქმარს, სოსო სუ­ჯაშ­ვილ­სა და ნანა ფი­რა­ნიშ­ვილს მათ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ავ­ტო­მა­ტი­დან ეს­რო­ლეს. ორი­ვე მათ­გა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 62 წლის გია ძლი­ე­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მკვლე­ლო­ბა 4-წლი­ან ქო­ნებ­რივ და­ვას უკავ­შირ­დე­ბა. კერ­ძოდ კი, სოსო სუ­ჯაშ­ვილ­მა და ნანა ფი­რა­ნიშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის დის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა აუქ­ცი­ონ­ზე შე­ი­ძი­ნეს, თუმ­ცა, სა­ცხოვ­რე­ბელს არ ტო­ვებ­დნენ. მხა­რე­ებს შო­რის, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ბო­ლოს, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ბოლო მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩა­ი­შა­ლა. 12 ნო­ემ­ბერს კი, ბრალ­დე­ბუ­ლის დის ბი­ნი­დან გა­მო­სახ­ლე­ბა იყო და­გეგ­მი­ლი.

გია ძლი­ე­რაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „ლ“ და „ნ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ორი პი­რის მი­მართ და ან­გა­რე­ბით) და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.