"შროტმი, ქარი, წვიმა, სეტყვა" - როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს „15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო
სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)“ | ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.