loader

“ამას სჯობდა მე ვყოფილიყავი მის ადგილას... ჯერ ბავშვი, სულ 22 წელი... 22 წელი!” - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას მასწავლებელი ემშვიდობება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამას სჯობდა მე ვყოფილიყავი მის ადგილას... ჯერ ბავშვი, სულ 22 წელი... 22 წელი!” - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას მასწავლებელი ემშვიდობება

გუ­შინ “თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის“ მეტ­რო­ში ახალ­გაზ­რდა კაცი ლი­ან­და­გებ­ში ჩა­ვარ­და და და­ი­ღუ­პა. ად­გილ­ზე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭის ვი­ნა­ო­ბა, ის 22 წლის და­ვით ძა­მაშ­ვი­ლია.

დავითს, მისი მასწავლებელი, ზურაბ ვარდანაშვილი ემშვიდობება და წერს:

"გარდაიცვალა ჩემი მოსწავლე... აი ის ბიჭი, დღეს რომ მეტროში ჩავარდა... ოღონდ ის ბიჭი - დიდი ასოებით უნდა იწერებოდეს...

სიტყვები არ მაქვს... არც ერთმა მშობლემა არ უნდა ნახოს შვილთან გამომშვიდობება. 9-ე კლასიდან ვასწავლი. არ არის (მაპატიეთ მაგრამ იყოს ვერ დავწერ) უბრალოდ მოსწავლე, არის მეგობარი, ოჯახის წევრი... ყველას ვისაც ოდესმე ვასწავლიდი, ვცდილობდი ვყოფილიყავი სანდო მეგობარი. ენოტი (სკოლაში შევარქვი) არის არა მხოლოდ მოსწავლე და მეგობარი, არის ოჯახის წევრი, უმცროსი ძმა. აი ისეთი, როცა იცი რომ შეგიძლია როგორც უმცროს ძმას ისე ელაპარაკო. ისიც გიყვება და შენც ჭკუას არიგებ. მე როდესაც მივდიოდი ხოლმე სადმე, სახლს ბავშვებს ვუტოვებდი რომ კატებისთვის მოევლოთ. ესეთი ნდობა გვქონდა. როდესაც რამე დამჭირდებოდა - არასდროს დაიზარებდა რომ მომხმარებოდა. ღამის 3 საათზე რომ მირეკავდა, ჯერ ვეკითხებოდი ხო კარგად ხარ თქვე ჩემა რა მოხდა და "აი ეს კაბელი იქ როგორ შევაერთოო" რომ გკითხავს და ცოტას მილანძღავ, ჯერ შესავლით მაინც გამაღვიძე რომ რამე ცუდი არ ვიფიქრო - ასეთი ურთიერთობა გვქონდა. "რას შვები შეჩემა" ნდობა..." ზურა ერთი ამ რაღაცას ცალი თვალი შეავლე რა" - ხუმრობა, ტერმინატორის ფოტო ჩემი სახით და წითელი თვალით... აწი ვინ გამეკაიფება...

ყველა შეყვარებული რომ გამაცნო და აი აგი პირატი- ბიძაჩემიაო... მემგონი ყველა გოგოს მართლა ბიძა ვეგონე ბოლომდე. რა იყო ბიძი, კოლექციას აგროვებ - ვეკაიფებოდი ხოლმე. ასაკში ვარ, ამათ სახელებს რა დაიმახსოვრებს მეთქი...

გასული ვიყავი 2 დღით, ჩამოვედი და 4 საათია დებილივით კედელს ვუყურებ... გუშინ ვთხოვე იქნებ ჩემთან აიარო კატებს აჭამო და (პარასკევია, ბარები , კლუბები, ახალგაზრდობა) ღამე ნუ ბოდიალობ. ახალგაზრდა ხარ მაგრამ ჭკვიანი. დამხვდა ცარიელი ჯამები... მომენტი როდესაც კიდევ აჯერებ თავს რომ არა, შეცდომაა. ალბათ არ ეცალა. არ აიარა... ისეთი რამე, რასაც უბრალოდ ვერ დაიჯერებ. ძალიან მტკივა... ვერ წარმოვიდგენ მშობლების ადგილას თავს, დის, ძმის... თუ ენოტმა ასე შეაყვარა მეგობრებს, მასწავლებლებს, ყველას თავი - მშობლები როგორ არიან. სულ ვეუბნებოდი, მე რომ მოვკვდები - თქვენი მისახედი და გასასვენებელი ვიქნები მეთქი... კიდე მეკაიფებოდა ხოლმე - შენ იქანე არ მიგიღესო და უკან დაგაბრუნესო. ამას სჯობდა მე ვყოფილიყავი მის ადგილას... ჯერ, ჯერ ბავშვი, სულ 22 წელი... 22 წელი!!! ჯერ რომ ყველაფერი წინაა...

დააფასეთ ყოველი წუთი თქვენი ოჯახის და მეგობრების. "მერე" - შეიძლება არ იყოს. მერე შეიძლება კითხვაზე რომ დაურეკავ "რას შვები შეჩემა, ცოცხალი ხარ?" - არ გიპასუხოს..." - წერს მასწავლებელი.