loader

“ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობ­და…” - ცნობილი ხდება ლანჩხუთში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობ­და…” - ცნობილი ხდება ლანჩხუთში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

ლან­ჩხუთ­ში მა­ტა­რებ­ლი­სა და მან­ქა­ნის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი და­ი­ღუ­პა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, შემ­თხვე­ვა ნიგვზი­ა­ნი-ჯუ­რუყ­ვე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე, კერ­ძოდ სო­ფელ ჯუ­რუყ­ვე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. სა­უ­ბე­დუ­როდ მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ქო­ბუ­ლე­თე­ლი ბი­ჭის, 21 წლის გი­ორ­გი ცე­ცხლა­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ახალ­გაზ­რდა ბიჭი ქო­ბუ­ლე­თი­დან სო­ფელ ეწე­რა­ში, ტა­ძარ­ში და­დი­ო­და და სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს ის ტაძ­რი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, როცა ეს დიდი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და.

ვინც მას იც­ნობ­და, ყვე­ლა ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მომ­ხდარს.

“დიდი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და, 21 წლის გი­ორ­გი ცე­ცხლა­ძეა გარ­დაც­ვლი­ლი, ქო­ბუ­ლე­თი­დან იყო გი­ორ­გი. ლან­ჩხუთ­ში არის სო­ფე­ლი ეწე­რა, იქ ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობ­და, მე­და­ვით­ნე იყო. ქო­ბუ­ლე­თი­დან და­დი­ო­და წირ­ვა ლოც­ვა­ზე. მე დღეს არ ვყო­ფილ­ვარ წირ­ვა­ზე და გი­ორ­გი პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ მი­თხრეს, რომ დღეს წირ­ვა­ზე იყო, მე­და­ვით­ნეა. ეტყო­ბა, წირ­ვის შემ­დეგ სახ­ლში მი­დი­ო­და მან­ქა­ნით და მა­შინ დატ­რი­ალ­და ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, სი­ტყვე­ბი არ მაქვს. ვინც ტა­ძარ­ში იყო, ვინც მას იც­ნობ­და, ტაძ­რის მრევ­ლი ახლა ყვე­ლა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზეა წა­სუ­ლი და ყვე­ლა გა­ნიც­დის მომ­ხდარს. უფალ­მა აცხო­ნოს, უაღ­რე­სად კარ­გი ბიჭი იყო. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სხვა არა­ფე­რი ვიცი, ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ეს არის დიდი ტრა­გე­დია”, - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ნაც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა...