loader

"ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რო­გორ და­იც­ვა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი, მაგრამ თითქმის ვერ ვხედავ ასეთივე აღფრთოვანებას ნიკა ადუაშვილის მიმართ, რომელმაც გუშინ ფეხი დაკარგა" - მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რო­გორ და­იც­ვა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი, მაგრამ თითქმის ვერ ვხედავ ასეთივე აღფრთოვანებას ნიკა ადუაშვილის მიმართ, რომელმაც გუშინ ფეხი დაკარგა" - მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილი

"ძმაკაცს კბილებით უნდა იცავდე, მაგრამ თითქმის ვერ ვხედავ ასეთივე აღფრთოვანებას ნიკა ადუაშვილის მიმართ, რომელმაც გუშინ ფეხი დაკარგა" - ამის შესახებ უკრაინაში"ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რითაც აბუ-დაბიში მომხდარ ინცდინეტს ეხმაურება.

11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.

"ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რო­გორ და­იც­ვა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი. და ეს ბუ­ნებ­რი­ვია - ძმა­კა­ცის გვერ­დით უნდა დად­გე და კბი­ლე­ბით იცავ­დე, მაგ­რამ თით­ქმის ვერ ვხე­დავ ასე­თი­ვე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას მა­გა­ლი­თად ნიკა ადუ­აშ­ვი­ლის მი­მართ, რო­მელ­მაც გუ­შინ ფეხი და­კარ­გა, რო­დე­საც თა­ვის თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად იბ­რძო­და და სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­ბას იცავ­და.

ნი­კას­ნა­ი­რი ბევ­რია. თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის ან სუ­ლის ნა­წი­ლი და­კარ­გა ბრძო­ლა­ში - ჯან­მრთე­ლო­ბა, კი­დუ­რე­ბი, ბევ­რმა კი სი­ცო­ცხლეც - სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ღირ­სე­ბას შეს­წი­რა ყვე­ლა­ფე­რი რაც გა­აჩ­ნია! სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე უნდა ლა­პა­რა­კობ­დეთ ხმა­მაღ­ლა.

უნდა გვახ­სოვ­დეს, ვისი მხრე­ბით და ვისი სის­ხლით მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო დღე­ვან­დელ დღემ­დე. ვინ გა­ა­გე­ბი­ნა მო­მა­ვალ თა­ო­ბებს რომ მე­გობ­რის გვერ­დით უნდა იდგე სი­ცო­ცხლის ფა­სა­დაც რომ და­გიჯ­დეს, ვინ იცავ­და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის ნა­წი­ლით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას.

აი, ამას ვი­ვი­წყებთ ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი - ვის მხრებ­ზე დგას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. და თუ ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ბო­ლო­ოდ და­ვი­ვი­წყებთ, ერთ დღეს აღა­რა­ფე­რი დაგ­ვრჩე­ბა, რა­საც ნამ­დვილ გმი­რო­ბას და­ვარ­ქმევთ. არც ის გე­მახ­სოვ­რე­ბათ რომ მე­გობ­რის გვერ­დში დგო­მა ბუ­ნებ­რი­ვია ქარ­თვე­ლის­თვის!იც­ნობ­დეთ სა­კუ­თარ გმი­რებს! გახ­სოვ­დეს, რო­დე­საც გძი­ნავს თბილ ლო­გინ­ში, ვი­ღაც უც­ნო­ბი ქარ­თვე­ლი შენს ღირ­სე­ბას იცავს" - წერს მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა. მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს. მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი საპატიმროდან 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.