loader

“იქ ისეთი ადგილია, იმდენად სახიფათოა, ძალიან უნდა მოინდომო მომავალი მატარებელი რომ დაინახო" - რას ამბობენ ლანჩხუთში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“იქ ისეთი ადგილია, იმდენად სახიფათოა, ძალიან უნდა მოინდომო მომავალი მატარებელი რომ დაინახო" - რას ამბობენ ლანჩხუთში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა?

ლანჩხუთში მატარებლისა და მანქანის შეჯახების შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევა ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ ჯურუყვეთის ტერიტორიაზე მოხდა. საუბედუროდ მომხდარ ტრაგედიას ქობულეთელი ბიჭის, 21 წლის გიორგი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ბიჭი ქობულეთიდან სოფელ ეწერაში, ტაძარში დადიოდა და სავარაუდოდ დღეს ის ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ეს დიდი უბედურება დატრიალდა.

ვინც მას იცნობდა, ყველა ძალიან განიცდის მომხდარს. “დიდი უბედურება დატრიალდა, 21 წლის გიორგი ცეცხლაძეა გარდაცვლილი, ქობულეთიდან იყო გიორგი. ლანჩხუთში არის სოფელი ეწერა, იქ ტაძარში მსახურობდა, მედავითნე იყო. ქობულეთიდან დადიოდა წირვა ლოცვაზე. მე დღეს არ ვყოფილვარ წირვაზე და გიორგი პირადად არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ დღეს წირვაზე იყო, მედავითნეა. ეტყობა, წირვის შემდეგ სახლში მიდიოდა მანქანით და მაშინ დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია. ძალიან განვიცდი, სიტყვები არ მაქვს. ვინც ტაძარში იყო, ვინც მას იცნობდა, ტაძრის მრევლი ახლა ყველა შემთხვევის ადგილზეა წასული და ყველა განიცდის მომხდარს. უფალმა აცხონოს, უაღრესად კარგი ბიჭი იყო. მეტს ვერაფერს გეტყვით, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ძალიან განვიცდი. მომხდარის დეტალებზე სხვა არაფერი ვიცი, ეს არ უნდა მომხდარიყო. ეს არის დიდი ტრაგედია”, ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ნაცნობი ქალბატონი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადგილი სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა სახიფათო ადგილია და სხვა დროსაც იქ არაერთხელ მომხდარა მსგავსი ფაქტები, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემა არავინ მოაგვარა. განაგრძეთ კითხვა>>>>>