loader

"ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან, მაგრამ..." - რას წერს ნუცა ბარაბაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან, მაგრამ..." - რას წერს ნუცა ბარაბაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ?

"ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ასეთი დიდი სიკეთე ასე ჩუმად ჩავლას არ იმსახურებს! უდიდესი მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამოთქვა სურვილი, გვერდში დადგომოდა გიორგის და უდიდესი წვლილი შეიტანა მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ჰუალინგ პლაზას" სავაჭრო ცენტრში დაშავებული 5 წლის გიორგის დედა, ნუცა ბარაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, ბავშვი 2025 წლის 22 ივლისს სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულიდან გადავარდა და მინუს ერთ სართულზე დაეცა. გიორგის მძიმესი დაზიანებებიდან გამომდინარე ხანგრძლივი, ინტენსიური, მრავალმხრივი რეაბილიტაცია სჭირდება.

"ხვიჩა კვარაცხელია, ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ასეთი დიდი სიკეთე ასე ჩუმად ჩავლას არ იმსახურებს!

უდიდესი მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამოთქვა სურვილი, გვერდში დადგომოდა გიორგის და უდიდესი წვლილი შეიტანა მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში.

ხვიჩა, ჩვენთვის ფასდაუდებელია არა მხოლოდ თქვენი დახმარება, არამედ ის ადამიანობა, თანადგომა და გულწრფელი ყურადღება, რომელიც გიორგის მიმართ გამოიჩინეთ.

თქვენ კიდევ ერთხელ დაგვანახეთ, რომ დიდი ფეხბურთელის მიღმა კიდევ უფრო დიდი ადამიანი დგას!

კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა გიორგის საქველმოქმედო მარათონში! ჩვენთვის ეს ყველაფერი ფასდაუდებელია!" - წერს ნუცა ბარაბაძე.

შეგახსენებთ, რომ პატარა გიორგის მკურნალობისთვის საჭირო თანხა ზუსტად 48 საათში შეგროვდა.