ილია თოფურიას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს - "ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავდა, რომ საკუთარ თავთან ისეთ კომპრომისზე წავსულიყავი, რომელსაც ვერ მივიღებდი"
ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ვენესუელელი ბიზნესმენი ჯორჯინა უსკატეგი, განქორწინების შესახებ საჯაროდ ალაპარაკდა. პოდკასტ El Cafetal-ში მან გაიხსენა, რამდენად მძიმე აღმოჩნდა ქორწინების დასრულება, როგორ იმოქმედა მასზე მედიის ყურადღებამ და რა სირთულეების გადალახვა მოუხდა მცირეწლოვან შვილზე ზრუნვის პარალელურად.
30 წლის ჯორჯინას თქმით, განქორწინება მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო.
"ეჭვგარეშეა, განქორწინება“, - ასე უპასუხა მან კითხვას, თუ რა იყო მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გამოცდილება.ქალი ამბობს, რომ განქორწინების დროს მისთვის განსაკუთრებით რთული იყო უცხო ქვეყანაში, ოჯახისგან შორს ყოფნა, მცირეწლოვან შვილზე ზრუნვა და შექმნილი მძიმე მედიაგარემო.
"ვიმყოფებოდი ქვეყანაში, რომელიც ჩემი არ არის, ოჯახისგან შორს, მყავდა ერთი წლის ბავშვი და ამ ყველაფერს თან ახლდა ძალიან მძიმე მედია ყურადღება. განქორწინება თავისთავად მტკივნეული და რთული პროცესია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ბევრი სხვა გარემოებაც დაემატა, რამაც ეს ყველაფერი ჯოჯოხეთად აქცია“, – განაცხადა უსკატეგიმ. განაგრძეთ კითხვა>>>>