loader

"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია..." - რას ამბობს კახა კალაძე საბურთალოზე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია..." - რას ამბობს კახა კალაძე საბურთალოზე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებაზე?

"საბურთალოს რაიონში დღეს გამთენიისას, კონკრეტულად მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა კომპანია GWP-ს 1 200 მაგისტრალური წყალსადენი, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს, განსაკუთრებით N10-ის მაცხოვრებლებს. ამ პრობლემის გამო დაზიანდა ავტომობილები.

აღნიშნული შემთხვევის გამო საავტომობილო მოძრაობა გამრეკელის ქუჩაზე დაკეტილი არის, გადაადგილება შეზღუდულია, რამაც რა თქმა უნდა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია მთელი ქალაქის მასშტაბითაც, თუმცა აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობს და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად იქნება პრობლემა მოგვარებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-სა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არის ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება მიყენებული ზარალის შესწავლა და ყველაფერი იქნება ანაზღაურებული კომპანიის მხრიდან" - განაცხადა კახა კალაძემ.