loader

მძიმე ინტერვიუ ქალთან, რომლის საცხოვრებელი ბინა, გამრეკელის ქუჩაზე განადგურდა - "ძლივს გადარჩა ბავშვი, რომელიც ბინაში იყო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ინტერვიუ ქალთან, რომლის საცხოვრებელი ბინა, გამრეკელის ქუჩაზე განადგურდა - "ძლივს გადარჩა ბავშვი, რომელიც ბინაში იყო"

დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში, მიც­კე­ვი­ჩი­სა და გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თის მიმ­დე­ბა­რედ, მა­გის­ტრა­ლუ­რი წყალ­სა­დე­ნი ავა­რი­უ­ლად და­ზი­ან­და და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და­იტ­ბო­რა.

მო­სახ­ლე­ო­ბამ ად­გი­ლი­დან ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც და­ზი­ა­ნე­ბის მას­შტა­ბე­ბი ჩანს.

„საბურთალოს რაიონში, დღეს გამთენიისას, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა კომპანია GWP-ის 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს. დაზიანდა ავტომობილები. აღნიშნული შემთხვევის გამო, გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გამოიწვია მთელი ქალაქის მასშტაბითაც. წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს იმიტომ, რომ ალტერნატიულ მაგისტრალზე იქნა გადართული მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და მოქალაქეებს მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი წარმომადგენლები, ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე, მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანიის მხრიდან ზარალი სრულად ანაზღაურდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.