"ორ ბავშვს იმდენად ძლიერად დაარტყა დენმა, ერთმანეთს მიეკვრნენო, მასწავლებელმა ძლივს გამოგლიჯა" - რას ჰყვებიან მშობლები საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტზე?
თბილისის N109 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი, მანო გიორბელიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საბავშვო ბაღში ბავშვებს დენმა დაარტყა.
მომხდარს მეორე მშობელიც გვიდასტურებს.
მომხდარს AMBEBI.GE -სთან საუბარში ადასტურებს ბაღის დირექტორი მანანა კობეჩაშვილი. "დიახ, მოხდა მცირე ინციდენტი. მოაჯირის სახელურზე გადავიდა დენი. ამ ეტაპზე ყველა მხრივ უსაფრთხო გარემოა ბაღში", - გვითხრა მან.
როგორც ბაღში აცხადებენ, ბავშვები ჯანმრთელად არიან. სასწრაფო დახმარების გამოძახების საჭიროება არ ყოფილა.