დაზიანებული მანქანები, განადგურებული ავეჯი და საცხოვრებელი ბინები - რა ხდება თბილისის ცენტრში და რას ჰყვებიან ადგილობრივები?
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევის გამო, საავტომობილო მოძრაობა გამრეკელის ქუჩაზე დროებით შეიზღუდა. ამასთან, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდება არ შეწყვეტიათ, რადგან ქსელი ალტერნატიულ მაგისტრალზე დაუყოვნებლივ გადაერთო.