loader

ცნობილი ხდება ვაკეში მოკლული კაცის ვინაობა - სიძის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ხდება ვაკეში მოკლული კაცის ვინაობა - სიძის პირველი კომენტარი

ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლამდე კაცი, ვახტანგ ჩიქოვანია. ამის შესახე "TV პირველთან" მისმა სიძემ, დათო შელიამ განაცხადა.

"80 წელს ცოტა აკლია, ჩემი სიმამრია მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი. შუნტირება ჰქონდა გაკეთებული და ალბათ სისხლისგან დაიცალა. ამბობენ, რომ დანა დაარტყესო" - განაცხადა მოკლულის სიძემ, დათო შელიამ.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ყიფშიძის 9-ში მოხდა. როგორც შსს-ში გვითხრეს, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მკვლელობა ცხელ კვალზეა გახსნილი და სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. „ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“ - აცხადებენ შსს-ში.