ცნობილია ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ვინაობა - არსებული ცნობებით, მან პოლიციაში თავად დარეკა
ვაკეში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული 60 წლის ბიზნესმენი გელა არობელიძეა. ინფორმაციას "ტვ პირველი" აქვეყნებს.
არსებული ცნობებით, მან პოლიციაში თავად დარეკა და შეატყობინა ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
ცნობისთვის,ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლული 80 წლის ვახტანგ ჩიქოვანია.
ანგარიშსწორება კორპუსის ავტოფარეხში მოხდა და ის წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გარდაცვლილია ერთი პირი. მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები",- აცხადებენ შსს-ში.