"ოჯახი იყო როგორც ვიცი" - ხაშური-ბორჯომის გზაზე მომხდარი ავარიისას, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია: ახალი დეტალები
ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.
ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Palitravideo-ს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. დაუზუსტებელი ცნობით, ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
"3 ადამიანი დაიღუპაო, ოჯახი იყო როგორც ვიცი. ორი ბავშვი იყო, საცოდაობა იყო. საათ ნახევრის უკან მოხდა" - წერს თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები ხაშური-ბორჯომის გზაზე - დაღუპულია 3 ადამიანი