"ძალიან დიდი ტრაგედიაა, ბაბუა, ბებია და შვილიშვილები იყვნენ მანქანაში" - ხაშური-ბორჯომის გზაზე მომხდარი უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები
ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ უმძიმეს ავარიას სამი ადამიანის (ბებია, ბაბუა და 15 წლის შვილიშვილი მარიამ შატბერაშვილი) სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, გარდაცვლილები ბორჯომში, წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ სოფელ დაბაში ცხოვრობდნენ.
"ჩემი თანასოფლელები არიან დაღუპულები, საუკეთესო ოჯახი, მართლა არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. დაიქცა ეს უკარგესი ოჯახი. მე ახლა თბილისში ვარ და აქ, სოციალური ქსელით გავიგე მომხდარი. ეს დიდი ტრაგედიაა. როგორც გავიგე, ბაბუა, ბებია და შვილიშვილები ყოფილან მანქანაში. შატბერაშვილები არიან. ლია და როლანდ შატბერაშვილებს ჩვენთან ყველა იცნობს და ყველა პატივს სცემს, ისინი არიან გარდაცვლილები და ასევე გარდაცვლილია საუბედუროდ მათი შვილიშვილი, ისიც ადგილზე დაღუპულა, როგორც გავიგეთ, მანქანაში ყოფილა მეორე შვილიშვილიც, ისიც მძიმედ დაშავდა და გადმოუყვანიათ თბილისში. იმედია, გადარჩება. არ ვიცი, სხვა რა გითხრათ. ძალიან დიდი ტრაგედიაა, მეტს ვერაფერს გეტყვით”- ამბობს ჩვენთან საუბარში შატბერაშვილების მეზობელი. განაგრძეთ კითხვა>>>