რა ხდება ამ წუთებში ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა - კადრები ადგილიდან
ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
"ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები" - წერს თამარ ქათამაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.