loader

"ბიჭმა მითხრა: დედა, უბედურება შეგვემთხვაო, ბავშვები გადმომხტარან ფანჯრიდან, ჩემი რძალი კი არ ვიცი, ცოცხალია თუ არა" - რას ჰყვება ქალი, რომლის ოჯახის წევრსაც ამ დრომდე ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიჭმა მითხრა: დედა, უბედურება შეგვემთხვაო, ბავშვები გადმომხტარან ფანჯრიდან, ჩემი რძალი კი არ ვიცი, ცოცხალია თუ არა" - რას ჰყვება ქალი, რომლის ოჯახის წევრსაც ამ დრომდე ეძებენ

ფონიჭალიდან, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, ჩვენს კლინიკაში დამწვრობით შემოსულია ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნება სხეულის დაახლოებით 87 %-ის თერმული დამწვრობა. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.