როგორ გადარჩა მამაკაცი იმ ბინაში, სადაც გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირი ჟონავდა? - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის ილია ისაევის მდგომარეობა უმძიმესია. ის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, ექიმები კი ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.
სწორედ ილია ისაევის ბინაში მოხდა აფეთქება, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, მან გაზის გამათბობელი ღამით ჩართო და მოგვიანებით გამორთო. დილით კი მისი ანთება სცადა, რასაც, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვებული აირის აფეთქება მოჰყვა.
სოციალურ ქსელებში მოქალქეები კითხულობენ როგორ გადარჩა მამაკაცი იმ ბინაში, სადაც მთელი ღამე გაზი ჟონავდა?
"საძინებელში ფანჯარა ჰქონია ოდნავ შეღებული და გაგუდვას ეტყობა მაგიტომ გადაურჩა," - წერენ სოციალურ ქსელში.