"შეკითხვა მეც მაქვს - გაზს ოდორანტი ჰქონდა შერეული თუ არ ჰქონდა?! ნუთუ ვერცერთმა მეზობელმა ვერ იგრძნო სუნი?!" - ენერგეტიკოსი გია არაბიძე
"გაზს ოდორანტი ჰქონდა შერეული თუ არ ჰქონდა?! დილის 9 საათზე დაიწყო მოძრაობა ნუთუ ვერცერთმა მეზობელმა ვერ იგრძნო?! ბუნებრივი გაზი ჰაერზე უფრო მსუბუქია, ის თუ სადმე ნახვრეტს ნახავს, გარეთ გამოდის, სახლში არ ჩერდება. ამ სუნს აუცილებლად უნდა გამოეღწია სადარბაზოში და მეზობლებს უნდა ეგრძნოთ სუნი" - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.