"ოქროს წესი, რაც შეიძლება დაინერგოს და რაც უზარმაზარ პრევენციას მოახდენს და აღარ შეგეშინდებათ, რომ მეზობელს დარჩება მოშვებული "კამფორა" - როგორ ავიცილოთ გაზის გაჟონვა თავიდან?
"ოქროს წესი, რაც შეიძლება დაინერგოს და რაც უზარმაზარ პრევენციას გააკეთებს, ეს არის ის, რომ გაზის ყველა მომხმარებელი უნდა აღიჭურვოს გაზის გაჟონვის დეტექტორებით, შესაბამისად, შემდეგ გინდათ სამი წელი დაკეტეთ ბინა, გინდათ საერთოდ არ იცხოვროთ ან ყოველ დღე იცხოვრეთ. [ამის შემდეგ} აღარ გეშინიათ, რომ მეზობელს დარჩება მოშვებული "კამფორა", აღარ გეშინიათ, რომ თქვენ დაგრჩებათ რაღაც მოშვებული, აღარ გეშინიათ, რომ საიდანღაც გაზი გაჟონავს თქვენს ბინაში და ვერ გაიგებ. ეს არის მარტივი გამოსავალი. თბილისში 200 ათასამდე აბონენტი უკვე აღჭურვილია გაზის გაჟონვის დეტექტორით და ყველა მომხმარებელი თუ აღიჭურვება გაზის გაჟონვის დეტექტორით, აფეთქების პრევენცია იქნება იდეალური“ - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.