რას წერს ბერა ივანიშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ?
ბერა ივანიშვილი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
ბერა ივანიშვილი, ასევე, მადლობას უხდის მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის.
"მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს... ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის!", - წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.
