საიდან ჟონავდა გაზი ფონიჭალის იმ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა და რას ვარაუდობს „თბილისი ენერჯის“ დირექტორის მოადგილე?
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის ილია ისაევის მდგომარეობა უმძიმესია. ის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, ექიმები კი ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.
სწორედ ილია ისაევის ბინაში მოხდა აფეთქება, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, მან გაზის გამათბობელი ღამით ჩართო და მოგვიანებით გამორთო. დილით კი მისი ანთება სცადა, რასაც, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვებული აირის აფეთქება მოჰყვა.