როგორ გაამხნევა ილია თოფურიამ ძმა დამარცხების შემდეგ
კატარში, ABHA არენაზე, UFC Fight Night-ის ღონისძიებაზე, წინასწარი ქარდის ბოლო, სამრაუნდიან ბრძოლაში, ალექსანდრე თოფურია (7-2) მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან (9-1) დამარცხდა.
პირველ რაუნდში მებრძოლებმა მძიმე დარტყმები გაცვალეს. სამწუხაროდ, ალექსანდრემ იდაყვი იტკინა. მეორე რაუნდი პირწმინდად მექსიკელის უპირატესობით წარიმართა და ალექსანდრეს სახის არეში დაზიანება მიაყენა.
მესამე რაუნდის ბოლოს თოფურიამ კარგი კომბინაცია განახორციელა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
დამარცხების შემდეგ, ილია თოფურიამ ძმა გაამხნევა. კადრები სოციალურ ქსელშ გავრცელდა.