loader

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა

ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა.

ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 20 ნოემბრის განკარგულებაში.

„საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის - მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის - მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 სექტემბრის განკარგულება“, - ნათქვამია პრემიერის განკარგულებაში.