loader

"ვინც მხარს მიჭერს, იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა..."- ალექსანდრე თოფურია მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინც მხარს მიჭერს, იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა..."- ალექსანდრე თოფურია მიმართვას ავრცელებს

ალექსანდრე თოფურია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს ყველაფრისთვის, როგორც გამარჯვებისას, ისე მარცხისას. არსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა და ზოგჯერ იმ მომენტში შეუძლებელია მისი გამოსწორება.

ზუსტად ეს დამემართა გუშინ ღამით. ბრძოლის პირველივე წუთზე მარცხენა მხარი ამომივარდა, რის გამოც ბრძოლის ბოლომდე ხელი სრულიად უმოქმედო მქონდა. ამას არ ვამბობ იმისთვის, რომ ვინმეს რამე დავუკარგო ან მით უმეტეს, შედეგი გავამართლო.

უბრალოდ, მინდა გითხრათ, რა იყო ჩემი რეალობა გუშინ ღამით, რადგან ძალიან ბევრი კითხულობს და ვთვლი, რომ ვინც მხარს მიჭერს, იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა.

არაფერს ვნანობ და საკუთარ თავს არაფერში ვსაყვედურობ. მომხდარს ვიღებ სიმშვიდით, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი გავეცი, როგორც ყოველთვის ვპირდები ხოლმე. ყველაფერი მიზეზით ხდება. ეს მხოლოდ დასაწყისია. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, ყოველთვის," - წერს ალექსანდრე თოფურია.

ცნობისთვის, 21 ნო­ემ­ბერს, კა­ტარ­ში, ABHA არე­ნა­ზე, UFC Fight Night-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, წი­ნას­წა­რი ქარ­დის ბოლო, სამ­რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში, ალექ­სან­დრე თო­ფუ­რია (7-2) მექ­სი­კელ სან­ტი­ა­გო ლუ­ნას­თან (9-1) და­მარ­ცხდა.