loader

მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, სადაც აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდებათ - გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, სადაც აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდებათ - გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია განცხადებას ავრცელებს

24-25 ნო­ემ­ბერს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის უსაფრ­თხო და უწყვე­ტი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, მა­გის­ტრა­ლურ გაზ­სა­დენ­ზე მას­შტა­ბუ­რი ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია ავ­რცე­ლებს.

ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდე­ბათ კას­პის, გო­რის, ქა­რე­ლის, ხა­შუ­რი­სა და ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, ასე­ვე დაბა ბა­კუ­რი­ა­ნის, სა­ჩხე­რის, ჭი­ა­თუ­რის, ხა­რა­გა­უ­ლის, ზეს­ტა­ფო­ნის, ამ­ბრო­ლა­უ­რის, ქუ­თა­ი­სის, წყალ­ტუ­ბოს, ბაღ­და­თის, სამ­ტრე­დი­ის, აბა­შის, სე­ნა­კის, ხო­ბის, ზუგ­დი­დის, წა­ლენ­ჯი­ხის, ფო­თის, ლან­ჩხუ­თის, ჩო­ხა­ტა­უ­რი­სა და ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, აგ­რეთ­ვე აჭა­რის რე­გი­ონის მომ­ხმა­რებ­ლებს.

“24-25 ნო­ემ­ბერს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის უსაფრ­თხო და უწყვე­ტი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, მა­გის­ტრა­ლურ გაზ­სა­დენ­ზე მას­შტა­ბუ­რი ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.სა­გუ­რა­მო-ქუ­თა­ი­სის მა­გის­ტრა­ლუ­რი გაზ­სა­დე­ნის 33.8 - 54.0 კმ-ებს შო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე და­გეგ­მი­ლია ახ­ლა­და­შე­ნე­ბუ­ლი 20 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მილ­სა­დე­ნის მოქ­მედ მა­გის­ტრა­ლურ მილ­სა­დენ­ში მი­ერ­თე­ბის (შეჭ­რის) სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რის გა­მოც 2026 წლის 24 ნო­ემ­ბრის 04:00 სა­ა­თი­დან 25 ნო­ემ­ბრის 10:00 სა­ა­თამ­დე, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდე­ბათ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დე­გი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­სა და მათ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი სოფ­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს: კას­პის, გო­რის, ქა­რე­ლის, ხა­შუ­რი­სა და ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, ასე­ვე დაბა ბა­კუ­რი­ა­ნის მომ­ხმა­რებ­ლებს.

ამას­თან, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდე­ბათ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მდე­ბა­რე ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს, კერ­ძოდ: სა­ჩხე­რის, ჭი­ა­თუ­რის, ხა­რა­გა­უ­ლის, ზეს­ტა­ფო­ნის, ამ­ბრო­ლა­უ­რის, ქუ­თა­ი­სის, წყალ­ტუ­ბოს, ბაღ­და­თის, სამ­ტრე­დი­ის, აბა­შის, სე­ნა­კის, ხო­ბის, ზუგ­დი­დის, წა­ლენ­ჯი­ხის, ფო­თის, ლან­ჩხუ­თის, ჩო­ხა­ტა­უ­რი­სა და ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, აგ­რეთ­ვე აჭა­რის რე­გი­ონს.

გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ 2026 წლის ბო­ლომ­დე და­გეგ­მი­ლია აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მა­გის­ტრა­ლუ­რი გაზ­სა­დე­ნის ქო­ბუ­ლე­თის გან­შტო­ე­ბის ახ­ლა­და­შე­ნე­ბუ­ლი 25-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თის მოქ­მედ ქსელ­თან მი­ერ­თე­ბის მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც აუ­ცი­ლე­ბელ ტექ­ნი­კურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს სა­ჭი­რო­ებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აჭა­რის რე­გი­ონ­ში უწყვეტ გაზ­მო­მა­რა­გე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის უსაფრ­თხო და სტა­ბი­ლურ მი­წო­დე­ბას, გაზ­სა­დე­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რის შე­დე­გა­დაც მა­გის­ტრა­ლურ მილ­სა­დენ­ზე ავა­რი­უ­ლი გა­თიშ­ვე­ბის რის­კე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ნულ­დე­ბა. მილ­სა­დე­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ამ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით აა­შე­ნა. პრო­ექ­ტე­ბი გა­ზის სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბი­სა და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. მათი მი­ზა­ნი ქსე­ლის სა­ი­მე­დო­ო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გაზ­რდა და მეტი და­სახ­ლე­ბის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა.

მსგავ­სი მას­შტა­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი სირ­თუ­ლის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მხო­ლოდ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას არ გუ­ლის­ხმობს. პრო­ცესს წინ უძღვის კომ­პლექ­სუ­რი ტექ­ნი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა, სა­ინ­ჟინ­რო გა­და­წყვე­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი საპ­რო­ექ­ტო და ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მუ­შა­ო­ე­ბის თა­რი­ღი გა­ნი­სა­ზღვრა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ტექ­ნი­კუ­რი და მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამას­თან, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იყო 24 ნო­ემ­ბრის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბიც, რათა გაზ­მო­მა­რა­გე­ბის დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვის პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­საძ­ლო დის­კომ­ფორ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცირ­დეს.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 25 ნო­ემ­ბრის 10:00 სა­ა­თი­დან, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვად აღუდ­გე­ბათ გა­თი­შუ­ლი გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სად­გუ­რე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს.

ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დრო­ე­ბი­თი დის­კომ­ფორ­ტის­თვის,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.